ახალი ამბები

„გეგეშიძის ბაღს“ რეაბილიტაცია ჩაუტარდება – კალაძე

6 ივლისი, 2022 • 732
„გეგეშიძის ბაღს“ რეაბილიტაცია ჩაუტარდება – კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ მერია იწყებს კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სკვერის („გეგეშიძის ბაღის“) სარეაბილიტაციო სამუშაოებს.

მერის განცხადებით, სკვერი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, – „ფილები დანგრეული და განადგურებულია, არის მწვანე სივრცეების ნაკლებობა“:

„თვითონ ბაღი პატარა ტერიტორიაზეა, მაგრამ ვეცდებით, მაქსიმალურად გაიზარდოს მწვანე სივრცეები, ახალი ხე-მცენარეები განთავსდეს, სარწყავი სისტემა მოწესრიგდეს, თავისი განათებებით. საპარკო ინფრასტრუქტურა მთლიანად განადგურებულია. ყველაფერი იქნება განახლებული და მოწესრიგებული“, – განაცხადა კალაძემ 6 ივლისს, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი