ახალი ამბები

მელიტოპოლში აფეთქებას 200-ზე მეტი რუსი სამხედრო ემსხვერპლა, დაჭრილია 300 – ქალაქის მერი

5 ივლისი, 2022 • 9279
მელიტოპოლში აფეთქებას 200-ზე მეტი რუსი სამხედრო ემსხვერპლა, დაჭრილია 300 – ქალაქის მერი

უკრაინის თავდაცვის ძალების თავდასხმის შედეგად ოკუპირებულ მელიტოპოლში მდებარე რუსულ სამხედრო ბაზაზე, სავარაუდოდ, 200-მდე რუსი სამხედრო დაიღუპა, 300-ზე მეტი კი დაიჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული გამოცემა UNIAN მელიტოპოლის მერზე, ივან ფედოროვზე დაყრდნობით ავრცელებს.

მერის თქმით, მტრის ბაზაზე განადგურებულია ყაზარმები, საბრძოლო მასალის, საწვავის და საპოხი მასალების საწყობები და ასევე მიმდებარე შენობები.

“დანაკარგების შესახებ შეიძლება ითქვას, რომ ლიკვიდირებულია 200-ზე მეტი რაშისტი. ეს არ არის ოფიციალური ინფორმაცია, თუმცა საკმაოდ სანდო ცნობაა. 300-ზე მეტი რაშისტი დაჭრილია”, – განაცხადა ფედოროვმა.

UNIAN-ის ცნობით, მანამდე მელიტოპოლში რუსეთის ოთხი სამხედრო ბაზის გნადგურების შესახებ გახდა ცნობილი. 3 ივლისს ივან ფედოროვმა განაცხადა, რომ მელიტოპოლის აეროდრომი, როგორც მტრის სამხედრო ბაზა, აღარ არსებობს – ის უკრაინელმა სამხედროებმა გაანადგურეს.

გარეკანის ფოტო: UNIAN

მასალების გადაბეჭდვის წესი