ახალი ამბები

Reuters: თურქეთმა დააკავა უკრაინული ხორბლით დატვირთული რუსული გემი

4 ივლისი, 2022 • 694
Reuters: თურქეთმა დააკავა უკრაინული ხორბლით დატვირთული რუსული გემი

Reuters-ის თანახმად, თურქულმა მხარემ დააკავა რუსული დროშის ქვეშ მცურავი გემი, რომელსაც შავ ზღვაში უკრაინიდან მოპარული ხორბალი გადაჰქონდა.

გამოცემის მიხედვით, გემი უკრაინული მხარის მოთხოვნის შესაბამისად, კარასუს პორტში დააკავეს.

გამოცემას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანმა განუცხადა, რომ გემს 4.500 ტონა ხორბალი ბერდიანსკის პორტიდან მიჰქონდა.

თურქეთში უკრაინის ელჩის, ვასილ ბოდნარის განცხადებით, გემის ბედს გამოძიება გადაწყვეტს და იმედოვნებს, რომ მას უკრაინას გადასცემენ.

უკრაინა რუსეთს ხორბლის მოპარვაში ადანაშაულებს.

ამჟამად რუსეთს ოკუპირებული აქვს უკრაინის ყველა დიდი პორტი, გარდა ოდესისა, რის გამოც კიევი ხორბლის ექსპორტს ვერ ახერხებს, რაც თავის მხრივ, მსოფლიოში სასურსათო კრიზისს ქმნის.

მასალების გადაბეჭდვის წესი