ახალი ამბები

ლისიჩანსკი 10 000-ზე მეტმა მოქალაქემ დატოვა – უკრაინული მხარე

4 ივლისი, 2022 • 617
ლისიჩანსკი 10 000-ზე მეტმა მოქალაქემ დატოვა – უკრაინული მხარე

ლუგანსკის ოლქის გუბერნატორი, სერგეი გაიდაის განცხადებით, ლისიჩანსკი 10 000-ზე მეტმა მოქალაქემ დატოვა.

ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ლისიჩანსკი ლუგანსკის ოლქის ბოლო ქალაქია, რომელსაც უკრაინული ძალები აკონტროლებდნენ.

რუსული მხარის თანახმად, მათ კონტროლი მოიპოვეს ქალაქზე.

მანამდე ლისიჩანსკი მძიმე საარტილერიო თავდასხმების ობიექტი გახდა.

ომის მეორე ფაზა აღმოსავლეთ უკრაინაში მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსეთმა ვერ შეძლო კიევის დაკავება და ქვეყნის ხელისუფლების ცვლილება.

ამის შემდგომ ომის ძირითადი მიზანი დონბასის რეგიონის დაკავება გახდა.

უკრაინული მხარე კვლავ ინარჩუნებს კონტროლს დონეცკის რეგიონის ჩრდილოეთ და ცენტრალურ ნაწილზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი