ახალი ამბები

თურქეთში ინფლაცია 24 წლის რეკორდულ მაჩვენებელზეა

4 ივლისი, 2022 • 1425
თურქეთში ინფლაცია 24 წლის რეკორდულ მაჩვენებელზეა

თურქეთის სტატისტიკის სამსახურის თანახმად, გასულ წელთან შედარებით ქვეყანაში ინფლაციის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი 78.62 პროცენტი დაფიქსირდა.

ბოლოს მსგავსი ინფლაცია ქვეყანას  24 წლის წინ ჰქონდა.

ინფლაციამ გასულ თვესთან შედარებით 4.95 პროცენტი შეადგინა.

ბოლო 1 წლის მანძილზე ქვეყანაში  ტრანსპორტი გაძვირდა 123 პროცენტით, ხოლო საკვები- თითქმის 94 პროცენტით.

თურქეთის ოპოზიციური ჯგუფების თანახმად, ქვეყანაში რეალური ინფლაცია გაცილებით მაღალია, სახელმწიფო უწყებების მიერ გავრცელებული მონაცემები კი რეალობას არ შეესაბამება.

მასალების გადაბეჭდვის წესი