ახალი ამბები

ალპებში მყინვარის ნაწილი ჩამოიშალა, არის მსხვერპლი

4 ივლისი, 2022 • 775
ალპებში მყინვარის ნაწილი ჩამოიშალა, არის მსხვერპლი

იტალიის ალპებში რეკორდულად მაღალი ტემპერატურის ფონზე მყინვარის ნაწილი ჩამოიშალა, რასაც სულ მცირე 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 8 კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, დაშავებულები ახლომდებარე ქალაქების კლინიკებში განათავსეს.

სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ყინულის უზარმაზარი მასა ჩამოწვა მარშრუტზე, რომელსაც მოლაშქრეები და მთამსვლელები მწვერვალზე ასასვლელად იყენებენ.

“საბედნიეროდ, კარგი ამინდია, თუმცა შემდგომი ნგრევის საშიშროება კვლავ არსებობს”, – განაცხადა სამაშველო სამსახურის წარმომადგენელმა.

ტრენტოს პროვინციის მთავრობის განცხადებით, “ყინულის ზვავის” ჩამოწოლის ადგილას სამაშველო ოპერაციები გრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი