ახალი ამბები

სროლას კოპენჰაგენში 3 ადამიანი ემსხვერპლა, პოლიცია ტერაქტს გამორიცხავს

4 ივლისი, 2022 • 422
სროლას კოპენჰაგენში 3 ადამიანი ემსხვერპლა, პოლიცია ტერაქტს გამორიცხავს

დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში, ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში სროლას მსხვერპლი მოჰყვა.

BBC-ის ცნობით, მოკლულთაგან 2 არის დანიის მოქალაქე — 17-17 წლის ბიჭი და გოგო, ასევე, რუსეთის 47 წლის მოქალაქე, რომელიც დანიაში ცხოვრობდა. ასევე დაჭრილია 6 ადამიანი, მათი ნაწილის მდგომარეობა მძიმეა.

3 ივლისს  სავაჭრო ცენტრში შეიარაღებულმა ახალგაზრდა კაცმა ცეცხლი გახსნა, რამაც პანიკა გამოიწვია. მსროლელი პოლიციამ ადგილზე დააკავა.

დანიის პოლიციამ ტერაქტი გამორიცხა და აღნიშნა, რომ დაკავებულს წარსულში ჰქონდა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები და ამ მიმართულებით წარსულში ჯანდაცვის სერვისებით სარგებლობდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი