ახალი ამბები

UK საქართველოს კიბერუსაფრთხოებისთვის £5 მილიონზე მეტს გადასცემს

29 ივნისი, 2022 • 589
UK საქართველოს კიბერუსაფრთხოებისთვის £5 მილიონზე მეტს გადასცემს

გაერთიანებული სამეფო კიბერუსაფრთხოების სფეროში რუსულ საფრთხეებთან გასამკლავებლად საქართველოს დამატებით 5 მილიონ გირვანქა სტერლინგზე მეტი ოდენობის მხარდაჭერას გაუწევს.

ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა მადრიდში გამართულ ნატოს სამიტზე განაცხადა.

„საქართველოს მოსახლეობა ყოველდღიურად ცხოვრობს რუსული აგრესიის წინა ხაზზე. პუტინს არ უნდა მიეცეს ნება, რომ საკუთარი კიბერ შესაძლებლობები საქართველოს სუვერენულ ინსტიტუციებზე დაყრდნობით ალესოს [დახვეწოს, გააუმჯობესოს]”, – განაცხადა ბორის ჯონსონმა.

ნატოს მადრიდის სამიტის დეკლარაციაში ჩაიწერა, რომ რუსეთი ევროპაში მშვიდობის მთავარ საფრთხეს წარმოადგენს და ალიანსი მხარს დაუჭერს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა, მათ შორის, საქართველო.

მასალების გადაბეჭდვის წესი