ახალი ამბები

NATO: ევროპაში მშვიდობის უდიდესი საფრთხე რუსეთია

29 ივნისი, 2022 • 749
NATO: ევროპაში მშვიდობის უდიდესი საფრთხე რუსეთია

ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის, NATO-ს მადრიდის სამიტის დეკლარაციის ტექსტში ხაზგასმულია, რომ რუსეთი ევრო-ატლანტიკურ სივრცეში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის მთავარ საფრთხეს წარმოადგენს.

„რუსეთის ფედერაცია ყველაზე მნიშვნელოვანი და პირდაპირი საფრთხეა მოკავშირეთა უსაფრთხოებისთვის და ევროატლანტიკურ სივრცეში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის“, – წერია მადრიდის სამიტის დეკლარაციაში.

სამიტზე მიღებული სტრატეგიული კონცეფციის ტექსტის თანახმად, ნატო არ მიისწრაფვის რუსეთთან დაპირისპირებისკენ, თუმცა გააგრძელებს რუსულ საფრთხეებზე რეაგირებას ერთიანი და პასუხისმგებლიანი გზით.

დეკლარაცია გმობს უკრაინაში რუსეთის შეჭრას და აცხადებს, რომ შეცვლილი გეოპოლიტიკური ვითარების გამო ალიანსი შეიმუშავებს დახმარების ახალ საშუალებებს საკუთარი პარტნიორებისათვის, მათ შორის, საქართველოსთვის, მოლდოვისა და ბოსნია და ჰერცეგოვინასთვის.

გარდა ნატოს წევრი ქვეყნებისა, სამიტში მონაწილეობენ ალიანსის პარტნიორი ქვეყნების მთავრობებიც.

მასალების გადაბეჭდვის წესი