ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

“უკრაინული სიმღერა ბრიუსელის აეროპორტში სპონტანურად ვიმღერეთ” – დევნილი აფხაზეთის კაპელიდან

3 მაისი, 2022 • 2660
“უკრაინული სიმღერა ბრიუსელის აეროპორტში სპონტანურად ვიმღერეთ” – დევნილი აფხაზეთის კაპელიდან

“მეც იგივე გზა გამოვიარე, რასაც უკრაინელი ლტოლვილები გადიან ახლა. ამიტომ ძალიან კარგად მესმის მათი ტკივილის და დანაკარგების”, – ამბობს დავით ჩიხლაძე აფხაზეთიდან დევნილი, აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელის წევრი.

აფხაზეთის გურამ ყურაშვილის სახელობის სახელმწიფო საგუნდო კაპელის მიერ ბრიუსელის აეროპორტში უკრაინის მხარდასაჭერად ნამღერი უკრაინული სიმღერა, რომელიც სოციალურ ქსელებში გავრცელდა, პოპულარული გახდა როგორც საქართველოში, ასევე, უკრაინაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი