ახალი ამბები

ჩრდ. მაკედონიის პრეზიდენტი მხარს უჭერს ნატოში საქართველოს წევრობას

29 ივნისი, 2022 • 805
ჩრდ. მაკედონიის პრეზიდენტი მხარს უჭერს ნატოში საქართველოს წევრობას

ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტი სტივო პენდაროვსკი აცხადებს, რომ მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებას ნატოში ნაწევრიანებაზე.

„ნატოს საუკეთესო პოლიტიკა ათეულობით წლის განმავლობაში იყო ღია კარის პოლიტიკა. ეს არ უნდა შეიცვალოს. ჩვენ ღიად ვუჭერთ მხარს საქართველოს მისწრაფებას ნატო-ში გაწევრიანებაზე. ნატომ ღია უნდა დატოვოს კარი ყველასთვის, ვისაც სურს ალიანსში გაწევრიანება. დღეს სამიტზე გვესწრებიან სახელმწიფოების წარმომადგენლები ყველა კონტინენტიდან. აქ არიან ავსტრალია, იაპონია, გვყავს პარტნიორები კოლუმბიაში, სამხრეთ კორეაში. მე ვერ ვხედავ ვერანაირ გონივრულ საფუძველს და არგუმენტს, რატომ უნდა შეეშალოს ხელი საქართველოს ან ნებისმიერი ქვეყანას, რომელსაც სურს ნატო-ში გაწევრიანება“, — განაცხადა პენდაროვსკიმ მადრიდის სამიტის დაწყებამდე.

მისი თქმით, განსაკუთრებით ეს ეხება უკრაინას, რომელმაც თავად უნდა აირჩიოს საკუთარი საგარეო პოლიტიკა და უსაფრთხოების არქიტექტურა, სრული სუვერენიტეტის ფარგლებში.

მადრიდში ნატო-ს სამიტი იმართება. სამიტზე იგეგმება ფინეთისა და შვედეთის მიწვევა ალიანსში გასაწევრიანებლად. ნატო დაამტკიცებს ახალ სტრატეგიას, რომელშიც რუსეთი და ჩინეთი პირველად იქნება განსაზღვრული საფრთხედ. ალიანსის ბოლო სტრატეგიული კონცეფცია, რომელიც 2010 წელს არის მიღებული, ამბობდა, რომ ნატოსა და რუსეთის თანამშრომლობას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, რადგან ის ხელს უწყობს მშვიდობის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების საერთო სივრცის შექმნას და ნატო არ წარმოადგენს საფრთხეს რუსეთისთვის.

მადრიდის სამიტის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. ალიანსი დაამტკიცებს უკრაინის დახმარების ყოვლისმომცველ პაკეტს.

მასალების გადაბეჭდვის წესი