ახალი ამბები

ღარიბაშვილი მადრიდში ესპანეთის მეფის სახელით გამართულ ვახშამს დაესწრო

29 ივნისი, 2022 • 678
ღარიბაშვილი მადრიდში ესპანეთის მეფის სახელით გამართულ ვახშამს დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მადრიდში, ნატოს სამიტის მონაწილე სახელმწიფოების მეთაურების საპატივსაცემოდ, ესპანეთის მეფის ფილიპე VI-ს სახელით გამართულ ვახშამს დაესწრო.

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა ესპანეთის მეფემ ფილიპე VI -მ. ნატოს სამიტის მონაწილე ლიდერებმა ერთობლივი ფოტო გადაიღეს.

28-30 ივნისს მადრიდში ნატოს სამიტი იმართება. მადრიდის სამიტი განსაზღვრავს ნატოს სტრატეგიულ მიმართულებას მომდევნო ათწლეულისთვის და შემდგომში, რაც უზრუნველყოფს ალიანსი ადაპტაციას ცვალებად სამყაროსთან და დაიცავს თავის მილიარდ ადამიანს უსაფრთხოდ.

მასალების გადაბეჭდვის წესი