ახალი ამბები

„ოცნებასთან“ არავითარი ღირებულებითი აზრთა სხვადასხვაობა არ გვაქვს – ხუნდაძე

28 ივნისი, 2022 • 1323
„ოცნებასთან“ არავითარი ღირებულებითი აზრთა სხვადასხვაობა არ გვაქვს – ხუნდაძე

„ქართული ოცნების“ დატოვების შემდეგ დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ მმართველ პარტიასა და მის ლიდერებთან ღირებულებითი აზრთა სხვადასხვაობა არ აქვს.

მისი თქმით, ერთადერთი, რაზეც მმართველ პარტიასთან ვერ თანხმდებოდა, საზოგადოებისთვის სიმართლის მიწოდების „დოზებია“.

„ჩავთვალე საჭიროდ, რომ ამ ეტაპზე, რომ ეს გადაწყვეტილება იყო მისაღები. ჩვენ „ქართულ ოცნებასთან“, ლიდერებთან, თითოეულ წევრთან არავითარი ღირებულებითი აზრთა სხვადასხვაობა არ გვაქვს. პრაქტიკულად ყველა თემაში ვთანხმდებით, გარდა ერთისა, ვერ ვთანხმდებით იმაზე, რა დოზით უნდა მიეწოდებოდეს საზოგადოებას სიმართლე, ინფორმირებული უნდა იყოს მეტად თუ არა.

რა თქმა უნდა საზოგადოებამ უნდა იცოდეს მეტი. დღეს მათი როლი ძალიან მნიშვნელოვანია ამ პოლიტიკურ ველზე, ამ რეალობაში. ამიტომ საკითხებზე, რომელიც არის საჯარო პოლიტიკის და ზოგჯერ არის საკითხები, რომელიც კულისებში იხილება, ვფიქრობ, საზოგადოებამ მეტი უნდა იცოდეს, ვიდრე დღეს იცის. ამიტომ ჩვენი მიზანი იქნება შესრულებული, ჩვენ ვიქნებით საზოგადოებასთან ყველაზე ახლოს და იმ ინფორმაციას, რაც მათ დღეს არ აქვთ, ეტაპობრივად მიიღებენ ჩვენგან“, – განაცხადა ხუნდაძემ.


სოზარ სუბარმა, მიხეილ ყაველაშვილმა და დიმიტრი ხუნდაძემ „ქართულ ოცნება“ დატოვეს. ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ დღეს, 28 ივნისს, უმრავლესობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, დეპუტატების მიერ მმართველი პარტიის დატოვების მიზეზი ისაა, რომ მათ მიაჩნიათ, ე.წ. კულისებიდან პოლიტიკური ფაქტებისა და მოვლენების შესახებ მეტი ინფორმაცია უნდა ვრცელდებოდეს. მდინარაძის თქმით, ეს სამი დეპუტატი ფიქრობს, რომ თუ „ქართული ოცნების“ ქოლგის ქვეშ იქნებიან, ვერ ისაუბრებენ იმის შესახებ, რაც აქვთ სათქმელი. სუბარი, ყაველაშვილი და ხუნდაძე „ქართულ ოცნებას“ ტოვებენ

მასალების გადაბეჭდვის წესი