ახალი ამბები

ბულგარეთი რუსეთის საელჩოს 70 თანამშრომელს ქვეყნიდან აძევებს

28 ივნისი, 2022 • 858
ბულგარეთი რუსეთის საელჩოს 70 თანამშრომელს ქვეყნიდან აძევებს

ბულგარეთი რუსეთის საელჩოს 70 თანამშრომელს ქვეყნიდან აძევებს.

ამის შესახებ ინფორმაციას ბულგარეთის მედია ქვეყნის პრემიერ-მინისტრ კირილ პეტკოვზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც ბულგარეთის პრემიერმა განაცხადა, რუსეთის საელჩოს აღნიშნული თანამშორმლები ჯაშუშურ საქმიანობას ეწეოდნენ.

პეტკოვის თქმით, გაძევებულ რუსებს დიპლომატიური პასპორტები ჰქონდათ, მაგრამ  ეწეოდნენ „არაჩვეულებრივ საქმიანობას“, რომელიც ბულგარეთის უსაფრთხოების სამსახურებმა დაადგინეს.

„ეს არ არის აგრესია რუსი ხალხის წინააღმდეგ. ნებისმიერი, ვინც საგარეო ინტერესებისთვის მუშაობს, იძულებული იქნება დაბრუნდეს ქვეყანაში, საიდანაც ის მოვიდა“, – განაცხადა ბულგარეთის პრემიერმა და დასძინა, რომ გაძევებული რუსების უმეტესობა უშუალოდ მუშაობდა საგარეო დაზვერვის სამსახურში და დიპლომატიური სტატუსს შესანიღბად იყენებდნენ.

ეს არ არის ბულგარეთიდან რუსი დიპლომატების პირველი გაძევება. მარტის დასაწყისში ქვეყნის კონტრდაზვერვამ აღმოაჩინა თადარიგის გენერალი, რომელიც ჯაშუშობდა კრემლის სასარგებლოდ. ამის საპასუხოდ ბულგარეთის ხელისუფლებამ ორი რუსი დიპლომატი გააძევა. იმავე თვის ბოლოს ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ათი რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა.

აპრილის დასაწყისში კი ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა სოფიაში რუსეთის საელჩოს პირველი მდივანი, რომელზეც ბულგარეთის ხელისუფლება  ასევე ჯაშუშობას ეჭვობდა.

მაისში რუსეთმა საპასუხოდ გააძევა მოსკოვში ბულგარეთის საელჩოს ერთი თანამდებობის პირი.

მასალების გადაბეჭდვის წესი