ახალი ამბები

განცხადებები ისრაელში პოლიტიკურ თავშესაფრის მაძიებლებზე

12 აპრილი, 2010 • 1422
განცხადებები ისრაელში პოლიტიკურ თავშესაფრის მაძიებლებზე

უცნობია 45 ქართველის  მიერ ისრაელის სახელმწიფოს მიმართ პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნის მიზეზი – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ.

„45–მა ქართველმა გადაწყვიტა ისარგებლოს ისრაელის, ასევე საერთაშორისო კანონმდებლობით თავისი მიზნების მისაღწევად,“- ამბობს ისრაელის ელჩი საქართველოში იცხაკ გერბერგი. „მიზნებში“ გერბერგმა იგულისხმა ნებისმიერ ქვეყნის მოქალაქის უფლება ემიგრაციის შესახებ.

საქართველოს კონსული ისრაელში ირაკლი ადვაძე ხვალ შეხვდება ქართველ მოქალაქეებს იმის გასარკვევად, თუ რა გახდა თავშესაფრის მოთხოვნის საფუძველი.

ებრაული გამოცემა „ედიოტ ახრონოტის“ ინფორმაციით, ქართველი მომლოცველები ისრაელის სახელწიფოსგან პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვენ. მიზეზად კი დაასახელეს ის, რომ საქართველოში მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

ნინო კალადაძის თმით, არალეგალებთან მიმართებაში ისრაელის პოლიტიკა საკმაოდ მკაცრია.

„დიდია ალბათობა, რომ მათი მოთხოვნები არ შესრულდება და მოხდება მათი დეპორტაცია „- ამბობს კალანდაძე.

საქართველოს კონსულმა  ისრაელში ირაკლი ადვაძემ „კავკაზსკი უზელს“ განუცხადა, რომ მომლოცველებმა „სრულიად ორგანიზებულად“ მიმართეს ისრაელის საემიგრაციო სამსახურს.

სანამ საემიგრაციო სამსახურს მიმართავდნენ,  ტურისტებმა სამი დღე გაატარეს ლოდში.  ვიზიტის ბოლო დღეს კი მომლოცველებმა გიდს განუცხადეს, რომ უნდოდათ „დასასვენებლად“ დრო, რომ უბრალოდ გაესეირნათ იერუსალიმში. გასეირნების ნაცვლად მომლოცველებმა ლოდის საემიგრაციო სამსახურს მიმართეს – წერს ებრაული გამოცემა „ედიოტ ახრონოტი”

 ებრაული კანონის თანახმად, ტურისტებს უფლება აქვთ სამი თვის განმავლობაში დარჩნენ ისრაელში, სანამ ქვეყანა არ მოიკვლევს მათ საქმეს. ებრაული პუბლიკაცია ასევე აღნიშნავს, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როცა  ამ რაოდენობის ტურისტებმა მიმართეს პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნით ისრაელის საემიგრაციო სამსახურს.  

ამ საკითხზე საპატრიარქოს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.

ამავე თემაზე:

ქართველი მართლმადიდებლები თავშსაფარს ისრაელს თხოვენ

 

მასალების გადაბეჭდვის წესი