ახალი ამბები

ქართველი მართლმადიდებლები თავშსაფარს ისრაელს თხოვენ

12 აპრილი, 2010 • 1256
ქართველი მართლმადიდებლები თავშსაფარს ისრაელს თხოვენ

ქართველი მომლოცველები ისრაელის სახელწიფოსგან პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვენ. მიზეზად კი დაასახელეს ის, რომ თავიანთ ქვეყანაში მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

საქართველოს კონსულმა  ისრაელში ირაკლი ადვაძემ „კავკაზსკი უზელს“ განუცხადა, რომ მომლოცველებმა „სრულიად ორგანიზებულად“ მიმართეს ისრაელის საემიგრაციო ცენტრს, რის შემდეგაც ისინი იქ სამი თვე დარჩებიან.  

ებრაული გამოცემა „ედიოტ ახრონოტის“ ინფორმაციით, სანამ ისრაელის საემიგრაციო სამსახურს მიმართავდნენ,  ტურისტებმა სამი დღე გაატარეს ლოდში.  ვიზიტის ბოლო დღეს კი მომლოცველებმა გიდს სთხოვეს „დასასვენებლად“ დრო, რომ უბრალოდ გაესეირნათ იერუსალიმში. გასეირნების ნაცვლად მომლოცველებმა ლოდის საემიგრაციო სამსახურს მიმართეს.

ებრაული კანონის თანახმად, ტურისტებს უფლება აქვთ სამი თვის განმავლობაში დარჩნენ ისრაელში, სანამ ქვეყანა არ მოიკვლევს მათ საქმეს. ებრაული გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როცა  ამ რაოდენობის ტურისტებმა მიმართეს პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნით ისრაელის საემიგრაციო სამსახურს.  

ტურისტების ზუსტი რაოდენობა უცნობია. „კავკაზსკი უზელის“ მონაცემებით, ტურისტების რაოდენობა 45–ია, სააგენტო GHN კი 50–ს ასახელებს.

ისრაელის საელჩოს საქართველოში და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ამ დროისთვის კომენტარი არ გაუკეთებიათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი