ახალი ამბები

დიდი შვიდეულის სამიტმა დამატებითი სანქციებით უნდა უპასუხოს რუსეთს – კულება

26 ივნისი, 2022 • 1396
დიდი შვიდეულის სამიტმა დამატებითი სანქციებით უნდა უპასუხოს რუსეთს – კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება აცხადებს, რომ დიდი შვიდეულის სამიტმა რუსეთს დამატებითი სანქციებით უნდა უპასუხოს და უკრაინას შეიარაღება მიაწოდოს.

„რუსეთის ავადმყოფური იმპერიალიზმი უნდა დამარცხდეს“, – წერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი.

მან ეს განცხადება კიევში მორიგი სარაკეტო თავდასხმის შემდეგ გაავრცელა, რასაც სულ მცირე ერთი ადამიანი ემსხვერპლა. მან გამოაქვეყნდა მცირეწლოვანი ბავშვის ფოტო, რომელიც ამ შეტევის შედეგად დაშავდა.

„ამ 7 წლის უკრაინელ ბავშვს მშვიდად ეძინა კიევში, სანამ რუსულმა რაკეტამ სახლი არ გაუნადგურა. კიდევ მეტი ადამიანს ესხმიან თავს მთელს უკრაინაში“, – წერს კულება ტვიტერზე.

დიდი შვიდეულის სამიტი 26 ივნისს დაიწყო. პარალელურად, გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, იაპონია და კანადა რუსული ოქროს იმპორტის აკრძალვას გეგმავენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი