ახალი ამბები

სარაკეტო იერიშს კიევში, სულ მცირე, ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

26 ივნისი, 2022 • 1057
სარაკეტო იერიშს კიევში, სულ მცირე, ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

უკრაინული გამოცემა „უკრაინსკა პრავდა“ იუწყება, რომ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველის, ანტონ გერაშენკოს განცხადებით, კიევში სარაკეტო თავდასხმას, სულ მცირე, ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მისი თქმითვე, მაშველები ახლა ცდილობენ დაღუპულის ცოლის გამოყვანას ნანგრევებიდან. ცოტა ხნის წინ ნანგრევებიდან ამოიყვანეს მათი 8 წლის შვილი. იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

კიევში, შევჩენკოვსკის რაიონში, კვირა დილას რამდენიმე აფეთქება მოხდა – სავარაუდოდ, სარაკეტო შეტევის შედეგად.

მნიშვნელოვნად არის დაზიანებული ცხრასართულიანი საცხოვრებელი კორპუსი.

ადგილზე მაშველები აგრძელებენ მუშაობას.

კიევის მერი ვიტალი კლიჩკო აცხადებს, რომ თავდასხმის მიზანი დიდი შვიდეულის სამიტის წინ უკრაინის დაშინებაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი