ახალი ამბები

აშშ, ბრიტანეთი, იაპონია და კანადა რუსული ოქროს იმპორტს კრძალავენ

26 ივნისი, 2022 • 1395
აშშ, ბრიტანეთი, იაპონია და კანადა რუსული ოქროს იმპორტს კრძალავენ

შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, იაპონია და კანადა რუსული ოქროს იმპორტის აკრძალვას გეგმავენ.

ინფორმაცია თავდაპირველად საერთაშორისო მედიასაშუალებებმა, „როიტერსმა“ და „ბლუმბერგმა“ გაავრცელეს და დაწერეს, რომ გადაწყვეტილება დიდი შვიდეულის სამიტის მიმდინარეობისას გამოცხადდებოდა.

კვირას კი ეს ინფორმაცია დიდი ბრიტანეთის მთავრობამ დაადასტურა.

„როიტერსის“ თანახმად, ეს იქნება რუსეთისთვის უკრაინაში შეჭრის გამო დაწესებული სანქციების გაფართოება.

გასულ წელს რუსეთიდან ოქროს ექსპორტმა 15.45 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

დიდი შვიდეულის სამიტი 26 ივნისს დაიწყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი