ახალი ამბები

ფრენები თბილისშიც გადაიდო

16 აპრილი, 2010 • • 1324
ფრენები თბილისშიც გადაიდო

დღეს, დილის შვიდ საათზე დანიშნული ფრენა, თბილისი-პარიზი, დღის 12 საათამდე გადაუდო, აცხადებენ თბილისის აეროპორტში. არ არის გამორიცხული ფრენა ისევ გადაიდოს. ასევე საეჭვოა 17 აპრილს, 6,55 წუთზე დანიშნული ფრენა თბილისი-ლონდონი. ევროპის ქვეყნების ნაწილის საჰაერო სივრცე ვულკანის ფერფლის გამოა დახურული.

გუშინ, ბრიტანეთსა და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში 5000-მდე ფრენა გადაიდო. მიზეზი კი ისლანდიის ვულკანის ფერფლია.

ვულკანის შედეგად, ჰაერში დიდი რაოდენობის ფერფლი დაგროვდა, რომელმაც მოიცვა ბრიტანეთი, ირლანდიის რესპუბლიკა, ბელგია, ჰოლანდია, შვედეთი,დანია, ნორვეგია, ფინეთი. ყველა ამ ქვეყანაში საჰაერო სივრცე ამ მიზეზით დახურულია.

დღეს, გამთენიისას, შოტლანდიაში ფერფლის ცვენას ელოდნენ, თუმცა ქვეყნის ჯანდაცვის ოფიციალურამ პირებმა განაცხადეს, რომ ის მხოლოდ მცირე რაოდენობით ჩამოიყარა და არ არის ადამიანების ჯანმრთელობისთვის საშიში.

ფრენები ევროპაში დღესაც არ სრულდება. არ არის ცნობილი თუ როდის გაიხსნება საჰაერო სივრცე. ათი ათასობით ადამიანი ევროპის აეროპორტებში დგანან, ფრენის მოლოდინში. ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ქარის მასების გადაადგილება, კიდევ უფრო ავრცელებს ფერფლს.

საფრანგეთმა ქვეყნის 24 აეროპორტი დახურა, ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში. ასევე დახურულია პოლონეთის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე აეროპორტები.

მოსალოდნელია ევროპის ნაწილის დახურული საჰაერო სივრცე კვირამდე არ გაიხსნას, წერს ბიბისი.

მასალების გადაბეჭდვის წესი