უკრაინაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით კიდევ ერთი, საერთო ჯამში, მე-12 პრორუსული პარტია აკრძალეს.

ამჟამად უკრაინული სასამართლოს გადაწყვეტილებით, „უკრაინის პროგრესული სოციალისტური“ პარტია აიკრძალა.

პარტიამ უკრაინის რადაში ადგილების მოპოვება ბოლოს 1998 წელს შეძლო. პარტიის ყველა აქტივი, ანგარიშები და ქონება ახლა სახელმწიფოს ეკუთვნის.

აკრძალულ პარტიას გადაწყვეტილების გასაჩივრება უზენაეს სასამართლოში შეუძლია.

ქვეყანაში პრორუსული პარტიების აკრძალვა რუსეთის მიერ ომის წამოწყების შემდეგ, მიმდინარე წლის თებერვლიდან დაიწყო.