ნეტგაზეთი | ლეხ კაჩინსკიზე ლეხ კაჩინსკიზე – Netgazeti
RU | GE  

ლეხ კაჩინსკიზე

ლეხ ალექსანდრე კაჩინსკი, 1949 წელს, ვარშავაში დაიბადა. მის ტყუპ ძმასთან ერთად წლების შემდეგ ის პოლონეთის მმართველი გახდა. ლეხი პრეზიდენტად აირჩიეს , მან კი ძმა, იეროსლავი, პრემიერ მინისტრად დანიშნა.

1970–იან წლებში, ლეხ კაჩინსკი პოლიტიკური აქტივისტი იყო. ის ანტიკომუნისტურ მოძრაობაში იყო ჩართული და მშრომელთა უფლებებს იცავდა. ის მშრომელთა უფლებების დაცვის კომიტეტში 1976 წელს მუშაობდა.მოგვიანებით კი კითხულობდა ლექციებს და ატარებდა ტრეინინგებს შრომითი კანონის შესახებ.

ლეხ ალექსანდრე კაჩინსკი, 1949 წელს, ვარშავაში დაიბადა. მის ტყუპ ძმასთან ერთად წლების შემდეგ ის პოლონეთის მმართველი გახდა. ლეხი პრეზიდენტად აირჩიეს , მან კი ძმა, იეროსლავი, პრემიერ მინისტრად დანიშნა.

ლეხი და იეროსლავი
ლეხი და იეროსლავი

1970–იან წლებში, ლეხ კაჩინსკი პოლიტიკური აქტივისტი იყო. ის ანტიკომუნისტურ მოძრაობაში იყო ჩართული და მშრომელთა უფლებებს იცავდა. ის მშრომელთა უფლებების დაცვის კომიტეტში 1976 წელს მუშაობდა.მოგვიანებით კი კითხულობდა ლექციებს და ატარებდა ტრეინინგებს შრომითი კანონის შესახებ.

2002 წელს, პოპულარული ლეხ კაჩინსკი ვარშავის მერად აირჩიეს. კაჩინსკიმ პოლონელების მხარდაჭერა კორუფციასთან ბრძოლის გამოცხადებით მოიპოვა. 

მისი პირველი სამთავრობო პოსტი იუსტიციის მინისტრის თანამდებობა იყო, 2000 წელს.

კაჩინსკის მზარდი პოპულარობის გამო, 2005 წელს, ის თანამდებობიდან გადადგა და საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღო მონაწილეობა,სადაც გაიმარჯვა კიდეც.

ლეხ კაჩინსკი დაქორწინებული იყო ეკონომისტ მარია კაჩინსკაიაზე. ორივე მათგანი, 10 აპრილს, ავიაკატასტროფაში დაღუპნენ. პრეზიდენტს ერთი ქალიშვილი ჰყავს, მარტა, 20 წლის.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
თამარ ჩხეიძე