ევროპარლამენტარი სვენ მიკსერი ასოცირებული ტრიოს გაყოფის საფრთხეზე საუბრობს.
მისი თქმით, უკრაინა, საქართველოსა და მოლდოვას შორის დღეს არცერთი არ არის მზად ევროკავშირის სრულ წევრად ფუნქციონირებისთვის, ამიტომ კანდიდატის სტატუსი არის პირველი ნაბიჯი გრძელ გზაზე.
„ჩვენ უნდა ვიყოთ გულწრფელები და მკაფიო საბოლოო მიზანთან დაკავშირებით, რომელიც არის წევრობა. რაც არ უნდა გავაკეთოთ, არის ის, რომ ვუთხრათ უკრაინელებს, მხარს ვუჭერთ მათ მისწრაფებებს, შემდეგ კი მოვუბრუნდეთ საკუთარ ამომრჩეველს, თვალი ჩავუკრათ და ვუთხრათ, კანდიდატის სტატუსი არ ნიშნავს, რომ უკრაინელები სრული წევრები გახდებიან. ამ გზაზე ყველა საკუთარი დამსახურების მიხედვით უნდა წავიდეს წინ, თუმცა ჩვენ არ უნდა უგულებელვყოთ აღმოსავლეთ ევროპის სამი ქვეყნის დაყოფის საფრთხე ამ კრიტიკულ ვითარებაში და მოვიტოვოთ უკან ერთი ან ორი უფრო მოწყვლადი, რადგან სამივე ქვეყნის ხალხი იმსახურებს ევროპაში ადგილს“, – განაცხადა სვენ მიქსერმა.
ევროკომისიამ რეკომენდაცია გაუწია უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, თანმხლები პირობებით, ხოლო საქართველოს შემთხვევაში წარმოადგინა წინაპირობები, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს სტატუსის მიღებამდე. ევროკომისია ასევე აღიარებს სამივე ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას.