ახალი ამბები

უნდა მივანიჭოთ კანდიდატის სტატუსი უკრაინას, საქართველოს და მოლდოვას — ევროპარლამენტარი

22 ივნისი, 2022 • 639
უნდა მივანიჭოთ კანდიდატის სტატუსი უკრაინას, საქართველოს და მოლდოვას — ევროპარლამენტარი

გერმანელი ევროპარლამენტარი სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსიდან, გაბრიელა ბიშოფი მხარს უჭერს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას როგორც უკრაინისა და მოლდოვისთვის, ისე საქართველოსთვის.

ამის შესახებ მან ევროპულ პარლამენტში გამართული დებატებისას განაცხადა.

„ევროპაში ომია და სწორი მესიჯი, რომელიც ჩვენ უნდა გავაგზავნოთ, არის შემდეგი — ჩვენ უნდა მივანიჭოთ კანდიდატის სტატუსი უკრაინას, საქართველოს და მოლდოვას. უნდა ვიყოთ გულწრფელები კომუნიკაციაში, რომ უდიდესი ძალისხმევა იქნება ჩასადები ამ პროცესში“, — განაცხადა მან.

ევროკომისიამ რეკომენდაცია გაუწია უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, თანმხლები პირობებით, ხოლო საქართველოს შემთხვევაში წარმოადგინა წინაპირობები, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს სტატუსის მიღებამდე. ევროკომისია ასევე აღიარებს სამივე ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას.

მასალების გადაბეჭდვის წესი