ახალი ამბები

საქართველოს მთავრობამ გააკეთა ყველაფერი, რომ EC-ის დასკვნა არ ყოფილიყო უკეთესი — ევროპარლამენტარი

22 ივნისი, 2022 • 706
საქართველოს მთავრობამ გააკეთა ყველაფერი, რომ EC-ის დასკვნა არ ყოფილიყო უკეთესი — ევროპარლამენტარი

ლიეტუველი ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე ქართულ პოლიტიკურ ძალებს ევროპული დღის წესრიგის ირგვლივ გაერთიანებისკენ მოუწოდებს.

ამის შესახებ იუკნევიჩიენემ ევროპარლამენტში დებატებისას განაცხადა. მისი თქმით, 20 ივნისს თბილისში გამართული დემონსტრაციით, რომელიც თანამედროვე საქართველოს ისტორიაში უდიდესი იყო,  ქართველმა ხალხმა ევროპას გაუგზავნა სიგნალი, რომ მათ გადაწყვეტილი აქვთ, გაჰყვნენ ევროპის გზას.

„მე ვამბობ მკაფიოდ, ქართველებო, ჩვენ თქვენთან ვართ. სამწუხაროდ, როგორც ჩანს, საქართველოს მთავრობამ გააკეთა ყველაფერი, რომ ევროკომისიის რეკომენდაცია არ ყოფილიყო უკეთესი საქართველოსთვის. მე მოვუწოდებ ყველა ქართველ პოლიტიკოსს, — ორივეს, მმართველ ელიტას და ოპოზიციას, — იპოვონ ძალა ძლიერი ევროპული დღის წესრიგისთვის. თქვენი შესანიშნავი ხალხი ამას იმსახურებს“, — განაცხადა ევროპარლამენტამა.

მისი თქმით, დაპატიმრებული ყოფილი პრეზიდენტისა და ოპოზიციური მედიის მფლობელის გათავისუფლება იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი ევროპული ცხოვრების გზისკენ.

ევროკომისიამ რეკომენდაცია გაუწია უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, თანმხლები პირობებით, ხოლო საქართველოს შემთხვევაში წარმოადგინა წინაპირობები, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს სტატუსის მიღებამდე. ევროკომისია ასევე აღიარებს სამივე ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას.

ამავე თემაზე:

ევროპარლამენტარი გვარამიას დაკავებაზე: ივანიშვილს EU კანდიდატობის საბოტაჟი სურს?

მასალების გადაბეჭდვის წესი