საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 12.8 პროცენტით.
ინდექსის ზრდა ძირითადად გამოწვეული იყო სამშენებლო მასალებზე ფასების 13.6- პროცენტიანი ზრდით, რაც 8.12 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე.
საქსტატის მიხედვით, მიუხედავად წლიური გაძვირებისა, მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა კვარტალთან შედარებით 2.3 პროცენტით შემცირდა.
აღნიშნული ცვლილება ძირითადად განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 15.3- პროცენტიანი კლებით, რამაც -4.69 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.