ახალი ამბები

უკრაინა: კუნძულ ზმეინზე იერიში მივიტანეთ

21 ივნისი, 2022 • 1307
უკრაინა: კუნძულ ზმეინზე იერიში მივიტანეთ

უკრაინის შეირაღებულმა ძალებმა რუსეთის ძალების მიერ კონტროლირებულ ზმეინის კუნძულზე „კონცენტრირებული იერიში“ მიიტანეს, რის შედეგადაც მეტოქეს მნიშვნელოვანი დანაკარგები აქვს.

ინფორმაციას უკრაინის სამხრეთის ოპერატიული სარდლობა ავრცელებს.

სარდლობის ცნობითვე, ოპერაცია გრძელდება, თუმცა აცხადებს, რომ მისი წარმატებისთვის საჭიროა „ინფორმაციული დუმილი“ და დამატებითი ცნობები მოგვიანებით გავრცელდება.


გუშინ ოდესის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მაქსიმ მარჩენკომ განაცხადა, რომ უკრაინულმა მხარემ Harpoon-ის სარაკეტო სისტემის საშუალებით კუნძულ ზმეინთან ახლოს გაანადგურა რუსული სამაშველო-საბუქსირე გემი „Spasatel Vasily Bekh“. თავდაცვის სამინისტროს მიხედვით, გემს პერსონალი კუნძულ ზმეინზე გადაჰყავდა. ის დატვირთული იყო იარაღითა და ამუნიციით [„Harpoon“ ამერიკული ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემაა, რომლის გამოყენებაც ყველა ამინდშია შესაძლებელი].


სწორედ კუნძული „ზმეინი“ იყო ადგილი, რომლის უკრაინელს დამცველებსაც რუსული სამხედრო ხომალდი „მასკვა“ დანებებისაკენ მოუწოდებდა, რაზე პასუხადაც მიიღო ფრაზა, რომელიც ერთგვარი სიმბოლო გახდა უკრაინული წინაღობისა: “Русский корабль, иди на х*й”.

მასალების გადაბეჭდვის წესი