ახალი ამბები

ტვ პირველის ოპერატორზე თავდასხმის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

21 ივნისი, 2022 • 616
ტვ პირველის ოპერატორზე თავდასხმის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, TV პირველის ოპერატორზე თავდასხმის ფაქტზე ორი პირი დააკავეს.

21 ივნისს, საღამოს გამარტულ ბრიფინგზე სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ დაკავებულებს ბრალი წარუდგინეს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, რაც ითვალისწინებს ადამიანის დევნას მის პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით.

ბათუმში TV პირველის ოპერატორს მცირეწლოვანი შვილების თვალწინ სცემეს.

შემთხვევა 19 ივნისს მოხდა.

TV პირველის გადამღები ჯგუფი ღამის ეთერში სტუმრის ჩასართავად ემზადებოდა, როცა მათთან უცხო პირები მივიდნენ და გინება დაუწყეს, მოგვიანებით კი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი