ახალი ამბები

მასწავლებელს მოსწავლის სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ

20 ივნისი, 2022 • 1025
მასწავლებელს მოსწავლის სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ

საქართველოს ერთ-ერთი რეგიონის საჯარო სკოლაში მასწავლებელს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ. როგორც „ნეტგაზეთს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლითაა დაწყებული, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.

თავად მასწავლებელი, რომლის მიმართაც გამოძიება მიმდინარეობს, ტელეკომპანია „პირველთან“ ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ამის უკან პოლიტიკური მოტივი დგას:

„ვიყავი გამოკითხვაზე, ეს არის ცილისწამება და დღეს შემაქვს სარჩელი ცილისწამებისთვის მათ წინააღმდეგ. მოსწავლე იმიტომ იტყუება, რომ ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ დავალება“, —აცხადებს მასწავლებელი ტელეკომპანია „პირველთან“.

TV „პირველი“ ასევე ესაუბრა შესაბამისი მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის ხელმძღვანელს, რომელმაც განაცხადა, რომ მასწავლებელი გამოძიების დასრულებამდე სასწავლო პროცესს ჩამოაშორეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი