ახალი ამბები

საქსტატი: მშპ 14.9 %-ით გაიზარდა

20 ივნისი, 2022 • 1301
საქსტატი: მშპ 14.9 %-ით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანახმად, 2022 წლის I კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 14 354.9 მლნ ლარს გაუტოლდა, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 14.9 პროცენტი შეადგინა.

საქსტატისვე ცნობით, მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორი გაიზარდა 8.7 პროცენტით.

მშპ-ს დეფლატორი არის ინდექსი, რომელიც გვიჩვენებს, თუ რამდენად გაიზარდა ფასები ადგილობრივი წარმოების მომსახურებასა და საქონელზე. მშპ-ს დეფლატორის ზრდა ნიშნავს, რომ ქვეყანაში ადგილობრივი წარმოება და მომსახურება გაძვირდა.

სტატისტიკის თანახმად, გაზრდილია მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზეც. ახლა ის 3 891.6 ლარს შეადგენს და 810.3 ლარით აღემატება შარშანდელ მონაცემს.

ქვეყანაში მშპ-ს 14.8 პროცენტი ვაჭრობაზე მოდის, 12.0 პროცენტი გადამამუშავებელ მრეწველობაზე, 10.1 პროცენტი კი უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საქმიანობასთან.

მასალების გადაბეჭდვის წესი