ახალი ამბები

მოლდოვაში რუსული საინფორმაციო გადაცემები აიკრძალა

19 ივნისი, 2022 •
მოლდოვაში რუსული საინფორმაციო გადაცემები აიკრძალა

მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც რუსული საინფორმაციო გადაცემების მოლდოვაში გადაცემას კრძალავას. ამის შესახებ განაცხადა ლილიანა ვიცუმ, რომელიც მოლდოვის საბჭოს ხელმძღვანელობს ტელევიზიისა და რადიოს მიმართულებით.

ამავე ინფორმაციის თანახმად, კანონი ძალაში ოფიციალურად 24 ივნისიდან შევა.

ამ საკითხზე კანონი, რომელსაც სანდუმ ხელი მოაწერა, პარლამენტმა 3 ივნისს მიიღო. კანონი არ ეხება გასართობ გადაცემებსა და ფილმებს, რომელიც პოლიტიკურ მოვლენებს არ ეხება.

მასალების გადაბეჭდვის წესი