სამეგრელოში, ჩხოროწყუში, საზოგადოებრივი ცენტრი ააფეთქეს. შემთხვევა, სავარაუდოდ, მაშინ მოხდა, როდესაც ცენტრთან ახლოს მყოფი ბანკომატის გაქურდვა სცადეს.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, არავინ დაშავებულა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-177 მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობის მცდელობას გულისხმობს. უწყება ამბობს, რომ მიმდინარეობს საგამოძიებო სამუშაოები.
გარეკანი ფოტო: ODISHI TV
