ახალი ამბები

საფრანგეთი, რუმინეთი, იტალია და გერმანია მხარს უჭერს უკრაინის EU-ს კანდიდატობის სტატუსს – მაკრონი

16 ივნისი, 2022 • 862
საფრანგეთი, რუმინეთი, იტალია და გერმანია მხარს უჭერს უკრაინის EU-ს კანდიდატობის სტატუსს – მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, საფრანგეთი, გერმანია, რუმინეთი და იტალია უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარს უჭერს. ამის შესახებ მაკრონმა უკრაინაში ვიზიტისას ჩამოთვლილი ქვეყნების საერთო ბრიფინგზე დღეს, 16 ივნისს განაცხადა.

“ჩვენ ოთხივე მხარს ვუჭერთ უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის მინიჭებას. ეს სტატუსი მიბმულია “საგზაო რუკას”, მაგრამ ის შეიძლება განვითარდეს სამეზობლო პოლიტიკის კონტექსში მოლოდვასთან. ვიმედოვნებთ, რომ ეს გადაწყვეტილება ევროსაბჭოს მიერ ერთხმად იქნება მიღებული”, – განაცხადა მაკრონმა.

უკრაინული გამოცემა UNIAN-ის ცნობით, მაკრონმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს გარკვეული დრო დასჭირდება, თუმცა ახლა კონკრეტული ქმედებაა საჭირო.

უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ევროსაბჭოს გადაწყვეტილება 23-24 ივნისს გახდება ცნობილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი