დღეს, 16 ივნისს, რიყეზე, ევროპის მოედანზე ევროინტეგრაციის მხარდასაჭერი შეკრება მიმდინარეობს, რომლის ორგანიზატორიც საქართველოს პრეზიდენტია. აქციას შეუერთდა საპარლამენტო პარტიების ნაწილი, მათ შორის ლელო,”მოქალაქეები” და ა.შ.
“ჩვენ აქ მოსულები ვართ მოუმზადებელად და არაორგანიზებულად… ეს იყო ჩემი მიზანი და არჩევანი, რომ აქ არ ყოფილიყო ის, რასაც მიჩვეული ხართ… რომ აქ არ ყოფილიყო რაღაც პარტიული შეხვედრები”, – განაცხადა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ აქციის ორგანიზება მაინცდამაინც ადამიანების ჩამოყვანას არ გულისხმობს მიკროავტობუსებით. მისი თქმით, დღეს აქციაზე არიან თავისუფალი ადამიანები, რომლებსაც სურთ გამოხატონ საკუთარი მხარდაჭერა ევროპული კურსის მიმართ. აქციაზე რამდენიმე ასეული ადამიანი იმყოფება.
პრეზიდენტმა ასევე დააფიქსირა, რომ, როგორც ჩანს, არ გეგმავს 20 ივნისს ანალოგიური შინაარსით დაგეგმილ მეორე აქციაზე მისვლას, რომლის ორგანიზატორიც მოძრაობა “სირცხვილიაა”.
“მე არ დავდივარ პოლიტიკურ შეხვედრებზე”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.





