ახალი ამბები

„სროლა რესტორანში“ – ბრალდებულს 20 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

14 ივნისი, 2022 • 6004
„სროლა რესტორანში“ – ბრალდებულს 20 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

პირს, რომელსაც პროკურატურა ედავება მცხეთაში, რესტორან „მარანი ჰოლში“ ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლას, სასამართლომ  აღკვეთის ღონისძიების სახით 20 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

პროკურატურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის 7 ივნისს, მცხეთაში, რესტორან „მარანი ჰოლში“ ყოფნის დროს, ბრალდებულმა სხვის სახელზე რეგისტრირებული AERO PRECISION X15-ის მოდელის ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმეჯერ გაისროლა. იმავე დღეს ზემოაღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღი ამოღებული იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ.

მას პროკურატურამ ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი