ახალი ამბები

რებრენდინგი — თვითმფრინავებზე Turkish Airlines-ის წარწერას შეცვლიან

14 ივნისი, 2022 • 855
რებრენდინგი — თვითმფრინავებზე Turkish Airlines-ის წარწერას შეცვლიან

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, თურქეთის ეროვნული ავიახაზები, რომელიც აქამდე ცნობილი იყო, როგორც „Turkish Airlines“, საერთაშორისო ბაზარზე ახალი დასახელებით იფრენს.

ის მომავალში „Türkiye Hava Yolları-ის“ სახელით შეასრულებს ფრენებს. ეს სახელწოდება ქართულად ითარგმნება, როგორც თურქეთის ავიახაზები, განსხვავება კი ისაა, რომ ავიახაზები, ნაცვლად ინგლისური სახელწოდებისა, ამიერიდან მხოლოდ თურქულ სახელს გამოიყენებს.

ინფორმაციას Washington post ავრცელებს.

მანამდე თურქეთმა ოფიციალურად მიმართა გაეროს საკუთარი სახელწოდების ცვლილების შესახებ. ამიერიდან თურქეთი ოფიციალურად იწოდება, როგორც „Türkiye“. ეს სახელწოდება თურქეთმა პირველად 1923 წელს, დამოუკიდებელი რესპუბლიკის შექმნისას მიიღო.

თურქეთის მკვლევართა ნაწილის თანახმად, რეჯეფ თაიფ ერდოღანი თურქული ნაციონალიზმის გამოყენებით ცდილობს ელექტორალური მხარდაჭერის მობილიზებას.

ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები 2023 წელს გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი