ახალი ამბები

“ანტიქართული” – ღარიბაშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე

13 ივნისი, 2022 • 911
“ანტიქართული” – ღარიბაშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის მიერ მხარდაჭერილი, ხუთი ჯგუფის მიერ ინიცირებული რეზოლუცია არის „ანტიქართული“ და „ანტისახელმწიფოებრივი“.

მისი განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ „ნაციონალურ მოძრაობას“ გული შესტკიოდა ქვეყნის მომავალზე, უნდა მოეწოდებინათ ევროპის სახალხო პარტიისთვის, რომ მხარი არ დაეჭირათ მიღებული რეზოლუციისთვის.

ნაციონალური მოძრაობა ევროპის სახალხო პარტიის (EPP) წევრია, თუმცა, გარდა EPP-სა, რეზოლუციის ავტორები ასევე არიან: Verts/ALE (მწვანეები და რეგიონალისტები), S&D (სოციალ-დემოკრატები, რომლის პარტნიორია “ქართული ოცნება”), ECR (კონსერვატორები და რეფორმისტები) და Renew Europe (ლიბერალები).

„თუ ამ ადამიანებს გული შესტკივათ ჩვენი ქვეყნის მომავალზე, რატომ არ მოუწოდეს თავის პარტიას იმისთვის, რომ ასეთი ანტისახელმწიფოებრივი და ანტიქართული რეზოლუცია არ მიეღოთ ევროპარლამენტში.

ჩვენ აქ კითხვები არ გვაქვს, მეგობრებო. ყველას კარგად ესმის ყველაფერი, თუ რას ემსახურებოდა ეს ყველაფერი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე განცხადებით, მას შემდეგ, რაც ნაციონალურმა მოძრაობამ სანქციებზე მიერთებისა და ომში მოხალისეების გაგზავნის მოთხოვნით ვერ შეძლო, საქართველო ჩაერთო ომში, ცდილობს ქვეყნის ინტერესების დაზიანებას.

„ახლა ასეთი მავნებლობითა და ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებით დააზიანონ მთავარი – ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციის ტექსტი მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს, იმუშაონ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საქართველოსთვის, ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულების 49-ე მუხლის შესაბამისად, დამსახურების საფუძველზე და იმ პირობით, რომ საქართველოს ხელისუფლება შეასრულებს ყველა კრიტერიუმს.კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ევროპარლამენტის რეზოლუციის ჩანაწერი საქართველოსთან დაკავშირებით განსხვავდება მოლდოვისა და უკრაინის მიმართ გამოხატული მხარდაჭერისგან. მოლდოვისა და უკრაინის შემთხვევაში, ევროპარლამენტი პირდაპირ მოუწოდებს ევროკავშირს მათთვის სტატუსის მინიჭებისკენ.ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ჰუმანიტარული ნიშნით გაათავისუფლოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხიდან და იგი ასევე ევროპულ საბჭოს და დემოკრატიულ პარტნიორებს მოუწოდებს, ბიძინა ივანიშვილისთვის პერსონალური სანქციების დაწესება განიხილონ.

მასალების გადაბეჭდვის წესი