ახალი ამბებიეკონომიკა

იანვარ-მაისში საგარეო ვაჭრობა გაიზარდა

13 ივნისი, 2022 • 3483
იანვარ-მაისში საგარეო ვაჭრობა გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანახმად, 2022 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 6 913.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 37.0 პროცენტით მეტია.

აქედან ექსპორტი 2 091.9 მლნ აშშ დოლარი იყო, რაც 36.2 პროცენტით აღემატებოდა შარშანდელ მონაცემს, ხოლო იმპორტი -4 821.4 მლნ აშშ დოლარი, რაც 37.3 პროცენტით მეტი აღმოჩნდა წინა წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემთან შედარებით.

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2022 წლის იანვარ-მაისში 2 729.5 მლნ აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.5 პროცენტი შეადგინა, გასულ წელთან შედარებით კი 27.6 პროცენტით გაიზარდა.

გასული წლის ანალოგიური პერიოდის დროს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 1 976.2 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა.

უარყოფითი სავაჭრო ბალანსი გულისხმობს იმას, რომ საქართველოში განხორციელებული იმპორტი აღემატება ქვეყნიდან განხორციელებულ ექსპორტს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი