ახალი ამბები

„მაკდონალდსის“ ნაცვლად რუსეთში „Вкусно и точка“ გაიხსნა [ფოტო]

12 ივნისი, 2022 • 2140
„მაკდონალდსის“ ნაცვლად რუსეთში „Вкусно и точка“ გაიხსნა [ფოტო]

რუსეთში „მაკდონალდსის“ ყოფილი რესტორნების ქსელის ადგილას, ახალი მესაკუთრისა და ბრენდის ქვეშ სწრაფი კვების ობიექტები „გემრიელია და წერტილი“ გაიხსნა.

12 ივნისს, მოსკოვსა და მოსკოვის რეგიონში 15 რესტორანი გაიხსნა, 13 ივნისს დაგეგმილია კიდევ — 50, ივნისის ბოლომდე კი 200 რესტორნის გახსნა. დახურვიდან სამი თვის თავზე გახსნის დღეს, აწ უკვე ყოფილი „მაკდონალდსის“ რესტორნებთან მომხარებელთა რიგები დადგა.

„შეიძლება „მაკდონალდსს“ ჰგავს და იგივე სუნი აქვს, მაგრამ ახლა „გემრიელია და წერტილია“. Filet-O-Fish უბრალოდ თევზის ბურგერია, „ბიგ-მაკი“ მენიუში აღარ არის“, — წერს Reuters.

„მაკდონალდსის“ ადგილას Вкусно и точка-ს რესტორნების გახსნა რუსეთში. ფოტო: Reuters

 

„მაკდონალდსის“ ადგილას Вкусно и точка-ს რესტორნების გახსნა რუსეთში. ფოტო: Reuters

უკრაინაში კრემლის აგრესიის გამო, რუსეთის ბაზარზე 15-წლიანი ყოფნის შემდეგ “მაკდონალდსმა” რუსეთის ბაზარი დატოვა. რუსეთში „მაკდონალდსის“ ბიზნესების ახალი მფლობელი ალექსანდრე გოვორია, რომელიც 2015 წლიდან ციმბირში 25 ფრენჩაიზირებულ რესტორანს მართავს. მისმა სტრუქტურამ შპს Club-Hotel-მა მიიღო 100% წილი Sistema PBO LLC-ში (ყოფილი McDonald’s LLC) და DVRP LLC (ამ კომპანიის მეშვეობით McDonald’s-მა ავითარებდა ქსელს რუსეთის ფედერაციის შორეულ აღმოსავლეთში).

„მაკდონალდსის“ ადგილას რუსეთში Вкусно и точка-ს რესტორნების ქსელი გაიხსნა. ფოტო: Reuters

მასალების გადაბეჭდვის წესი