ლუგანსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სერგეი გაიდაის თქმით, რუსეთის დაბომბვამ გამოიწვია დიდი ხანძარი სევეროდონეცკის ქიმიურ ქარხანაში.
„აზოტის ქიმიური ქარხანა რამდენიმე საათის განმავლობაში მძიმე დაბომბვის ქვეშ იმყოფება“, — განუცხადა გაიდაიმ უკრაინულ ტელევიზიებს და დასძინა, რომ ცეცხლი მას შემდეგ გაჩნდა, რაც აზოტის ქარხანაში დაზიანებული რადიატორებიდან ათობით ტონა ნავთობის გაჟონვა დაიწყო.
უკრაინის ოფიციალური პირების ცნობით, 800-მდე მშვიდობიანი მოქალაქე აზოტის ქარხნის მიწისქვეშა თავშესაფრებში იმყოფება. უკრაინა ინარჩუნებს კონტროლს აზოტის ქარხანაზე. გაიდაი ელის, რომ რუსული ძალები ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ დღეს ან ხვალ ქალაქი დაიპყრონ.
სევეროდონეცკი გახდა რუსეთის ძალისხმევის ცენტრი და ძირითადი სამიზნე აღმოსავლეთ უკრაინაში წინსვლისთვის. ქალაქი აღმოსავლეთ უკრაინაში, ლუგანსკის ოლქის იმ მცირე დასახლებებს შორისაა, რომელსაც რუსეთის საოკუპაციო ძალები სრულად ვერ აკონტროლებენ, ქალაქში ბრძოლები მიმდინარეობს.
ომის მკვლევრები სევეროდონეცკისთვის ბრძოლას მარიუპოლის ალყას ადარებენ. ქალაქის დაცვაში მონაწილეობენ ქართველი მებრძოლებიც.