ბარაკ ობამამ და დიმიტრი მედვედევმა პრაღაში სტარტს(START- სტრატეგიული დანიშნულების ბირთვული შეირაღების შემცირება) ხელი მოაწერეს.
ობამა განაცხადა, რომ სტარტი ოცწლეულის ყველაზე ყოვლისმომცველი შეთანხმებაა.
Cnn-ის კორესპონდენტი წერს, რომ პრეზიდენტებმა დოკუმენტებს ხელი მოაწერეს და თბილად ჩამოართვეს ერთამენთს ხელი.
ახალი დოკუმენტი მომდევნო 10 წლის მანძილზე იქნება მოქმედი. შეთანხმების მიხედვით, ბირთვული იარაღი 1550-მდე შემცირდება თითოეული ქვეყნისთვის, რაც თითქმის 30%–ით ნაკლებია იმ დონეზე, რომელიც 15 წლის წინ გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით იყო დადგენილი.