კარლ ჰარცელს პაველ ჰერჩინსკი შეცვლის

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელად პაველ ჰერჩინსკი ინიშნება. საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეფ ბორელმა ევროკავშირის 31 დელეგაციის ხელმძღვანელის კანდიდატურა დაასახელა. ისინი ოფიციალურად დაინიშნებიან მასპინძელი ქვეყნებიდან შესაბამისი შეთანხმებების მიღების შემდეგ. ევროკავშირის წარმომადგენლობის მოქმედ ხელმძღვანელ კარლ ჰარცელს უფლებამოსილების ვადა ეწურება. ის საქართველოს, სავარაუდოდ, ივლისის ბოლოს დატოვებს, ხოლო ახალი ელჩი უფლებამოსილების შესრულებას სექტემბრიდან შეუდგება. … Continue reading კარლ ჰარცელს პაველ ჰერჩინსკი შეცვლის