ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ზაფხულის სეზონზე აფხაზეთში 1,5 მილიონ რუს ტურისტს ელიან

6 ივნისი, 2022 • 2621
ზაფხულის სეზონზე აფხაზეთში 1,5 მილიონ რუს ტურისტს ელიან

2022 წლის ზაფხულის სეზონზე აფხაზეთში რუსეთიდან 1,5 მილიონ ტურისტს ელოდებიან.

“დღესდღეობით რუსი ტურისტები სამოგზაუროდ, ყველა გაგებით, ახლობელ ქვეყნებს განიხილავენ. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი ლოჯისტიკის ძირითადი ნაწილი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზეა, უპირობოდ, უფრო მეტად პოპულარულია აფხაზეთი, რომელიც ამ წელს მორიგი რეკორდის დამყარებას გეგმავს და მზადაა 1,5 მილიონი ტურისტი მიიღოს რუსეთიდან”, – განაცხადა ასოციაცია “ტურპომოშ”-ის [ტურდახმარების] დირექტორმა ალექსანრდ ოსაულენკომ რუსეთში ტურიზმის საკითებზე გამართულ პრესკონფერენციაზე.

აფხაზეთში რუსი ტურისტების სიჭარბის მოლოდინი შესაძლოა უკავშირდებოდეს უკრაინაში რუსეთის მიერ 2022 წლის თებერვალში დაწყებულ ომს, რის შემდეგაც დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთს სანქციები დაუწესეს. სანქციები შეეხო რუსეთიდან საერთაშორისო ფრენებსაც. შესაბამისად, რუსეთის მოქალაქეები უფრო ხშირად მიემგზავრებიან მათთვის ნაკლებად პრობლემურ ქვეყნებსა და რეგიონებში.  ამასთან, უკანასკნელი წლების განმავლობაში რუსეთიდან აფხაზეთში ტურისტების ნაკადი ისედაც მზარდი იყო და ოფიციალური მონაცემებით, წელიწადში მილიონსაც აჭარბებდა.

გალი, როგორც ახალი ტურისტული რეგიონი აფხაზეთში | DRI

მასალების გადაბეჭდვის წესი