ახალი ამბებიეკონომიკა

„პეტროკას ენერჯი გრუპის“ აღმასრულებელმა დირექტორმა „როსნეფტის“ წილი გამოისყიდა

6 ივნისი, 2022 • 4863
„პეტროკას ენერჯი გრუპის“ აღმასრულებელმა დირექტორმა „როსნეფტის“ წილი გამოისყიდა

„პეტროკას ენერჯი გრუპის“ დამფუძნებელმა პარტნიორმა და კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ვანო ნაკაიძემ „როსნეფტის“ მინორიტარული წილი გამოისყიდა. ამის შესახებ ინფორმაცია „პეტროკას ენერჯი გრუპზე“ დაყრდნობით თავდაპირველად BM.GE-მ გაავრცელა.

ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ საუბარია „როსნეფტის“ 49%-იან წილზე. გარიგება 2022 წლის 11 მაისს შედგა. განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნულის შემდეგ, კომპანიის ბორდიდან „როსნეფტის“ ორი წარმომადგენელიც გადადგა.

კომპანია აღნიშნავს, რომ „პეტროკას ენერჯი გრუპი“ 2010 წლიდან ჩართულია ნავთობპროდუქტებით ვაჭრობაში შავი ზღვის, სამხრეთ კავკასიის, კასპიისა და აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვის რეგიონებში.

საქართველოში ჯგუფის შემადგენლობაში შედის „გალფის“ ბენზინგასამართი სადგურების ქსელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი