მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ, 81 წლის ბრაზილიელმა პელემ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს უკრაინაში ომის შეწყვეტისკენ მოუწოდა.
„ამ მიმდინარე ძალადობას აბსოლუტურად არ აქვს არანაირი გამართლება. ეს კონფლიქტი არის საშინელი, გაუმართლებელი და არაფერი მოაქვს გარდა ტკივილის, შიშისა და სიძულვილისა“, — წერს პელე პუტინისადმი ღია წერილში, რომელიც „ინსტაგრამზე“ გამოაქვეყნა და დასძენს, რომ კონფლიქტის შეჩერების ნერკეტი პუტინის ხელშია.
„იმ ხელში, რომელიც ჩამოგართვით 2017 წელს მოსკოვში, ჩვენი ბოლო შეხვედრის დროს“, — წერს პელე.
View this post on Instagram