ახალი ამბებიეკონომიკა

აპრილში ეკონომიკა 2.6 %-ით გაიზარდა – საქსტატი

31 მაისი, 2022 • 6124
აპრილში ეკონომიკა 2.6 %-ით გაიზარდა – საქსტატი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასების მიხედვით, 2022 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 2.6 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2022 წლის პირველი ოთხი თვის საშუალო მაჩვენებელი 10.8 პროცენტით განისაზღვრა.

საქსტატის თანახმად, 2022 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ დარგებში:

  • ტრანსპორტი და დასაწყობება;
  • სასტუმროები და რესტორნები;
  • ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება;
  • საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა;
  • ხელოვნება, გართობა და დასვენება;
  • სამთომოპოვებითი მრეწველობა.

ხოლო კლება შეინიშნება:

  • მშენებლობა;
  • დამამუშავებელი მრეწველობა;
  • პროფესიული, სამეცნიერო, ტექნიკური საქმიანობები;
  • ვაჭრობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი