15 წლის მოზარდის დაჭრის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2006 წელს დაბადებული არასრულწლოვანი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
“გამოძიებით დადგინდა რომ, გ.გ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა 2006 წელს დაბადებულ ლ.ა.- ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირი მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავა”, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც არასრუწლოვანის განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
შემთხვევა გუშინ, 30 მაისს მოხდა.