ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სოხუმმა სირიასთან სამხედრო შეთანხმება გააფორმა

30 მაისი, 2022 • 2144
სოხუმმა სირიასთან სამხედრო შეთანხმება გააფორმა

აფხაზური მედიის ცნობით, სირიის არაბულ რესპუბლიკაში 29 მაისის ვიზიტის ფარგლებში აფხაზეთის თავდაცვის მინისტრი ვლადიმერ ანუა სირიელ კოლეგას ალი მაჰმუდ აბბასს შეხვდა, რა დროსაც მხარეებმა სამხედრო სფეროში თანამშომლობის პერპექტივები განიხილეს და ხელი მოაწერეს თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას.

“სამხედრო სფეროში შეთანხმება არის გაგრძელება პრეზიდენტების, ბაშარ ასადისა და ასლან ბჟანიას,  შეთანხმებისა სახელმწიფოთაშორის თანამშრომლობის შესახებ”,- აცხადებს ვლადიმერ ანუა, აფხაზეთის დე ფაქტო თავდაცვის მინისტრი.

რას ითვალისწინებს სამხედრო სფეროში შეთანხმება მხარეებს შორის, ამასთან დაკავშირებით უფრო მეტი ინფორმაცია არ გავრცელებულა.

აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ საელჩო სირიის არაბულ რესპუბლიკაში 2020 წლის ოქტომბერში გახსნა.

სირიამ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა 2018 წლის 29 მაისს ცნო, რის შემდეგაც საქართველომ შეწყვიტა სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობები.

2018 წელს სირიის არაბულ რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მაშინდელმა პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი პირველი ხარისხის აფხაზური “ახდზ-აპშას” ორდენით დააჯილდოვა.

სირიის მთავრობის უმთავრესი საგარეო მოკავშირე რუსეთია, რომლის დახმარებით აფხაზეთი სხვადასხვა ქვეყნის საერთაშიროსო აღიარებას ცდილობს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი