ახალი ამბები

ირაკლი კუპრაძე ბათუმის საკრებულოს წევრის მანდატს ტოვებს

30 მაისი, 2022 • 10245
ირაკლი კუპრაძე ბათუმის საკრებულოს წევრის მანდატს ტოვებს

ბათუმის საკრებულოს წევრი პარტია „ლელოდან“, ირაკლი კუპრაძე საკრებულოს მანდატს ტოვებს.

ამის შესახებ დღეს, 30 მაისს, ბათუმის საკრებულოს სხდომაზე განაცხადა სხდომის თავმჯდომარემ, ნერიმან ცინცაძემ. მისი თქმით, ირაკლი კუპრაძემ საკრებულოს განცხადებით მიმართა.

ბათუმის საკრებულოს სხდომა ამ წუთებში მიმდინარეობს.

სხდომაზე ირაკლი კუპრაძემ იმ მიზეზების შესახებ განაცხადა, რის გამოც დატოვა საკრებულო. მან აღნიშნა, რომ ეს არის მისი პერსონალური გადაწყვეტილება.

„მე საკუთარ თავს პერსონალურად ვერ ვხედავ ამ მოწვევის საკრებულოში, მიმაჩნია, რომ ბევრად უფრო ეფექტური ვიქნები სხვა ფლანგზე ბრძოლით. ვაგრძელებ ბრძოლას, ვაგრძელებ შრომას, ხელმისაწვდომი ვარ თითოეული ჩვენი გულშემატკივრისთვის იმ მხარდაჭერის ფარგლებში. არ ვაპირებთ გაჩერებას და ხელის ჩაქნევას“, – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი