ახალი ამბები

„ზაჰესის“ ტერიტორიაზე ხანძარი იყო

30 მაისი, 2022 • 709
„ზაჰესის“ ტერიტორიაზე ხანძარი იყო

წუხელ ზაჰესის ჰიდროელექტროსადგურის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა და ტერიტორია დააზიანა.

მეხანძრე-მაშველების თანახმად, ცეცხლი გავრცელებული იყო 6 ტრანსფორმატორზე და არსებობდა მისი კიდევ უფრო დიდ ფართობზე გავრცელების საფრთხე და „იყო ძალიან მძიმე ცეცხლი“.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანახმად, ხანძარი დილის საათებში უკვე ლიკვიდირებული იყო და ჰიდროელექტროსადგურის ტერიტორიაზე ხანძრის ნიშნები აღარ შეინიშნებოდა.

უწყების ცნობითვე, შემთხვევის შედეგად დაშავებული არავინ არის.

ადგილზე მაშველების 20 ჯგუფი მუშაობდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი